საქართველოში 5 თვეში 7459 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა, საიდანაც მხოლოდ 4-ის საქმიანობის სფეროა ცნობილი

საქართველოში 1-ელი მარტიდან 1-ელ აგვისტომდე 7459 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა. შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა.

როგორც სააგენტოს „საქსტატიდან“ აცნობეს, დარეგისტრირებული რუსული ბიზნესიდან 544 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), 6913 ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო 2 უცხოური საწარმოს ფილიალია.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში დარეგისტრირებული 544 რუსული შპს-დან 542-ს საქმიანობა უცნობია, 1 კომპანიის საქმიანობის სფერო ყავის გადამუშავება, კიდევ 1-ის კი რესტორნების გარეშე სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებებია.

რაც შეეხება საქართველოში რეგისტრირებულ 6913 რუს ინდივიდუალურ მეწარმეს, ამ შემთხვევაშიც ცნობილია მხოლოდ 2-ის საქმიანობა, 6911-ის საქმიანობის სფერო კი, „საქსტატის“ ცნობით, მათთვის უცნობია.

ამასთან, „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი რუსული ბიზნესი - კერძოდ, 2169 მარტში დარეგისტრირდა. კერძოდ, მიმდინარე წლის მარტში საქართველოში რეგისტრაცია გაიარა 147-მა რუსულმა შპს-მ, 2021-მა ინდივიდუალურმა მეწარმემ და ერთმა უცხოური საწარმოს ფილიალმა.

აპრილის თვეში 1601 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა, მაისში 1370, ივნისში - 1219 და ივლისში - 1100.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა