საქართველოში მარტიდან აგვისტომდე დარეგისტრირებული უკრაინული ბიზნესის რაოდენობა 737-ს, ბელარუსული ბიზნესის მაჩვენებელი კი 4045-ს შეადგენს

საქართველოში 1-ელი მარტიდან 1-ელ აგვისტომდე დარეგისტრირებული უკრაინული ბიზნესის რაოდენობა 737-ს, ქვეყანაში რეგისტრირებული ბელარუსული ბიზნესის მაჩვენებელი კი 4045-ს შეადგენს.

უფრო კონკრეტულად, „ინტერპრესნიუსის“ მიერ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში დარეგისტრირებული უკრაინული ბიზნესიდან 152 შპს, 585 კი ინდივუდუალური მეწარმეა. ქვეყანაში რეგისტრირებული უკრაინული ბიზნესის საქმიანობის სფერო „საქსტატისთვის“ უცნობია.

რაც შეეხება ბელარუსს, საქარველოში 1-ელი მარტიდან 1-ელ აგვისტომდე დარეგისტრირებული ბელარუსული ბიზნესიდან 173 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, 3872 კი ინდივიდუალური მეწარმე. ამ შემთხვევაშიც, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, დარეგისტრირებული ბელარუსული ბიზნესის საქმიანობის სფერო მათთვის უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი - 1784 ბელარუსული შპს და ინდმეწარმე საქართველოში მარტში დარეგისტრირდა. რაც შეეხება შემდეგ თვეებს, აპრილში დარეგისტრირდა 836, მაისში - 673, ივნისში - 458 და ივლისში 294 ბელარუსული ბიზნესი.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად