ნანა გაბელიამ ბაკურიანში დევნილი ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკი გახსნა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ბაკურიანში საზაფხულო ბანაკი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზაფხულო ბანაკში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები, ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებში ჩაერთვებიან. ასევე, ბანაკის მონაწილეებს ინტეგრაციის, პიროვნული განვითარების, ადამიანის უფლებებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ ტრენინგები ჩაუტარდებათ.

ნანა გაბელიას განცხადებით, პროგრამის მთავარი სამიზნე ჯგუფი, ამჯერად შშმ პირების დედმამიშვილები არიან, რომლებსაც განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით, მეტი მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდებათ.

საზაფხულო ბანაკის გახსნას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა და „წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდის“ გენერალური დირექტორი თამარ ჩხორთოლია ესწრებოდნენ.

ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, უკვე მეორედ გაიხსნა.

პროექტი, „წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდის“ ჩართულობითა და მონაწილეობით განხორციელდა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში