სახელმწიფო გრანტი 6550-მდე აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 1000-ზე მეტმა 100%-იანი, 1500-მდე აბიტურიენტმა 70%-იანი,  4000-ზე მეტმა კი 50%-იანი გრანტი მიიღო

2022 წლის ეროვნულ გამოცდებს 8 000 აბიტურიენტი გამოეთიშა, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც ზღვარი ყველა საგანში გადალახეს, თუმცა იმის გამო, რომ მათ საკმარისი რაოდენობის პროგრამები არ აირჩიეს, ან ისეთი პროგრამები აირჩიეს, სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო, ეროვნულ გამოცდებს გამოეთიშნენ, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა.

2022 წლის ეროვნულ გამოცდებში 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა, სწავლის გაგრძელების უფლება კი სულ 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

სოფიო გოგოძის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, მათ შორის 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა 100%-იანი გრანტი, 1500-მდე აბიტურიენტმა 70%-იანი, 4000-ზე მეტმა კი 50%-იანი.

„8 000 არის ისეთი აბიტურიენტი, რომელიც კონკურსს გამოეთიშა, მათ შორის, არიან ისეთებიც, რომლებმაც ზღვარი ყველა საგანში გადალახული ჰქონდათ, თუმცა იმის გამო, რომ საკმარისი რაოდენობის პროგრამები არ აირჩიეს, ან ისეთი პროგრამები აირჩიეს, სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო, ამ კონკურსს გამოეთიშნენ,“ - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო