მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია ულტიმატუმის სახით გვთავაზობს, თუ ვინ უნდა წარმოაყენოს ომბუდსმენის კანდიდატურა, ეს არ მგონია სწორი მოდელი იყოს დისკუსიის წარმართვის

ოპოზიცია ულტიმატუმის სახით გვთავაზობს, თუ ვინ უნდა წარმოაყენოს ომბუდსმენის კანდიდატურა და მხოლოდ ამაზე დათანხმებით იყოს შებორკილი ყველა პოლიტიკური აქტორი, ეს არ მგონია სწორი მოდელი იყოს დისკუსიის წარმართვის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, არასამთავრობო სექტორის მხრიდან კანდიდატის წამოყენება რამდენად თავსებადი იქნება მოქმედ რეგლამენტის მოთხოვნებთან, საკამათო საკითხია. მისივე განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებენ, როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილება და სტანდარტები.

"კონკრეტული გეგმა და ხედვა გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ გვესახება მაქსიმალური ჩართულობით, მაქსიმალური ეფექტიანობით იმ პროცედურების წარმართვა, რომელიც განსაზღვრულია ჩვენი კანონმდებლობით, როგორც პროცესი, რომლის შედეგად საუკეთესო კანდიდატი უნდა იყოს არჩეული. არასამთავრობოებს პროცედურა როგორ ესახებათ, ეს ჯერ კარგად გასაგები არ არის. ჩვენი მიზანია, რომ სრულად გავიგოთ, როგორია საკითხით დაინტერესებული საზოგადოების, პოლიტიკური ორგანიზაციების ხედვა. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების პოზიციები. ამის შემდეგ შეგვეძლება პოლიტიკური პროცესის ისე დაგეგმვა, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს. პირველ ეტაპზე არ შემიძლია ვთქვა, რომ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების რომელიმე შეხედულება არის უალტერნატივო. შინაარსობრივ საკითხს რაც შეეხება, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები უნდა იყვნენ უფლებამოსილი ( წარმოადგინონ კანდიდატი), ეს პოზიცია გადახედვას საჭიროებს, რადგან ეს რამდენად თავსებადი იქნება მოქმედ რეგლამენტის მოთხოვნებთან საკამათო საკითხი იქნება, რადგან მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, გათვალისწინებულია ზოგადი წესი, რომლის მიხედვით პოლიტიკურ აქტორებს აქვთ ფუნქცია, რომ წარადგინონ საკუთარი კანდიდატები. არსებობს საერთაშორისო გამოცდილებაც, პრინციპები, რომელთან თანხვედრაში უნდა იყოს პროცესი და რასაც გვთავაზობს (ოპოზიცია) ულტიმატუმის სახით, თუ ვინ წარმოაყენოს კანდიდატურა და მხოლოდ ამაზე დათანხმებით იყოს შებორკილი ყველა პოლიტიკური აქტორი, ეს არ მგონია დისკუსიის წარმართვის სწორი მოდელი იყოს,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, დღეს სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის შეხვედრა გაიმართება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს