ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დავუჭერთ სახალხო დამცველის პოზიციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას და მზად ვართ, ფორმალურად წარვადგინოთ, როგორც კანდიდატი

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დავუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის პოზიციაზე წარმოდგენილ კანდიდატურას და მზად ვართ ფორმალურად წარვადგინოთ ის, როგორც კანდიდატი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად, ომბუდსმენის არჩევის პროცედურაზეც ისაუბრეს, რასთან დაკავშირებითაც „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთო პოზიცია აქვთ. დეკანოიძე აცხადებს, რომ არც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ და არც აღნიშნული ოპოზიციური საპარლამენტო ჯგუფები ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრას, რომელშიც მმართველი გუნდი იღებს მონაწილეობას, არ დაესწრება.

„ჩვენი ფრაქცია და ოპოზიციის დიდი ნაწილი, ყოველ შემთხვევაში, ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ამ შეხვედრას ესწრებოდა, დღევანდელ შეხვედრას სამუშაო ფორმატში არ დავესწრებით. ჩვენი პოზიცია გაცხადებული იყო და ისეთი რჩევა, როგორიც იყო რამდენიმე კვირის წინ. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დავუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას. ისინი უკვე მუშაობენ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კანდიდატის შერჩევაზე და ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ 12 პუნქტის შესრულებას და ომბუდსმენის არჩევას, რაც არის გამორჩეული საქართველოს დემოკრატიისთვის, დავუჭერთ სწორედ ამ კანდიდატს მხარს. ჩვენი ფრაქცია მზად არის წარადგინოს ის როგორც კანდიდატი - იცით, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ოპოზიციური ფრაქცია. ასევე ჩვენ ფორმალურ შეხვედრებზე, რაც გულისხმობს ბიუროსა და კომიტეტებზე განხილვას, მზად ვართ ჩავერთოთ. მანამდე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დასწრების აზრს ვერ ვხედავთ,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს