მამუკა მდინარაძე ომბუდსმენის შერჩევის საკითხზე - „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთად მოქმედებენ, ერთი დირიჟორის გადაწყვეტილებით

როგორც ჩანს, ამ ამბავს ერთი დირიჟორი ჰყავს - ვიღაცამ გადაწყვეტა, რომ შეხვედრას არ დაესწრონ და ნაცვლად იმისა, რომ რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტის შესრულებაში ჩაერთონ, რადიკალიზაციის გზას დაადგნენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით დაგეგმილ შეხვედრაზე ოპოზიციის ნაწილის არმონაწილეობას.

მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთად მოქმედებენ, ერთი დირიჟორის გადაწყვეტილებით.

„აპარატს „ნაციონალური მოძრაობის“ დასტური ჰქონდა, რომ ხატია დეკანოიძე დაესწრებოდა ამ შეხვედრას, თუმცა შემდეგ საჯარო ინფორმაციების საშუალებით გავიგეთ, რომ გადათქვეს. ძალინ უცნაური იყო, როდესაც არდასწრების შესახებ ერთი და იგივე აზრი მოუვიდა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას - ვაშაძის პოლიტიკურ სუბიექტს და „ნაციონალურ მოძრაობას“. „ლელოს“ დასტურიც გვქონდა. მაგრამ, თუ უსუფაშვილმაც თქვა, რომ არ დაესწრება, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ეს კლასტერი - „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთად მოქმედებენ, ერთი დირიჟორის გადაწყვეტილებით“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი იმის ლუსტრაციაა, რომ ოპოზიციის აღნიშნული ნაწილი ევრორეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტის შესრულებაზე ამბობენ უარს.

„ახსენეს ქუჩის პროტესტი და ეს, როგორც ჩანს, პირველი პუნქტის შესრულებას უწყობს ხელს - რა თქმა უნდა, ეს ირონიაა, იქიდან გამომდინარე, რომ დეპოლარიზაციის ნიშანწყალი მათ ქმედებებში არაა. მათ არ უნდათ ამ რეკომენდაციების შესრულება. არცერთ ნაბიჯს არ დგამენ ამ რეკომენდაციების შესასრულებლად. დღევანდელი დღე - შეხვედრაზე მონაწილეობის დილით დადასტურება და შემდეგ არმოსვლა იმის ლუსტრაციაა, რომ ისინი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთ-ერთი პუნქტის შესრულებაზე ამბობენ უარს“,- განაცხადა მიდნარაძემ.

ცნობისათვის, დღეს სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის შეხვედრა გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა