ვლადიმირ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს - დიდი პირადი წვლილი შეგაქვთ იმ საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ჩვენს საერთო უსაფრთხოებას ემუქრება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს დაბადების დღე მიულოცა, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტებმა მიმდინარე დღის წესრიგი, მათ შორის უკრაინის საკითხი განიხილეს.

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს დაბადების დღე თბილად მიულოცა. მათ ორმხრივი დღის წესრიგის ზოგიერთი გადამწყვეტი საკითხი, მათ შორის უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, დაბადების დღის მისალოცი წერილი კრემლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლუკაშენკოს დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების განვითარებაში.

„თქვენ დიდი, პირადი წვლილი შეგაქვთ რუსეთ-ბელარუსის მეგობრული კავშირებისა და პარტნიორობის განვითარებაში იმ საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ჩვენს საერთო უსაფრთხოებას ემუქრება. ძალიან ვაფასებ ჩვენს კარგ, ამხანაგურ ურთიერთობას, რომელიც საშუალებას გვაძლევს გულწრფელად და საფუძვლიანად განვიხილოთ ყველაზე რთული საკითხები. ველი კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებას და მჭიდრო ერთობლივ მუშაობას ყველა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია