გიული ალასანიას განცხადებით, მას არ აქვს ეჭვის საფუძველი, რომ დამატებითი ექსპერტების ჩართვით ხელისუფლება სასჯელის გადავადების გაჭიანურებას ცდილობდეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნით ხელისუფლებას, სავარაუდოდ სურს, რომ მეტად დარწმუნდეს დასკვნაში.

როგორც ალასანიამ კლინიკა „ვივამედში” ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ აქვს ეჭვის საფუძველი იმის, რომ დამატებითი ექსპერტების ჩართვით ხელისუფლება სასჯელის გადავადების გაჭიანურებას ცდილობდეს.

„რა მიზანი უნდა ამოძრავებდეთ, ალბათ უნდათ, რომ მეტად დარწმუნდნენ დასკვნაში.

არ მგონია საქმის გაჭიანურებისთვის უნდოდეთ. ყველაფერი შეიძლება სწრაფად გაკეთდეს თუ სურვილი ექნებათ. ჯერ არ მაქვს ეჭვის საფუძველი", - განაცხადა ალასანიამ.

ამასთან, როგორც გიული ალასანია აღნიშნავს, დამატებით 2 ექსპერტის ჩამოსვლას ელოდებიან, ხოლო ერთი ონლაინ ჩაერთვება.

„სამი ექსპერტია. აქედან ერთია ნევროლოგიური. მეორე ორთოპედი, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატია და მესამეა გასტროენტეროლოგი, რომელიც ჩემი ინფორმაციით ჩამოსვლას არ აპირებს, ონლაინ ჩაერთვება”,- განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდეს.

როგორც ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, დამოუკიდებელი ექსპერტიზა შესაძლოა ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტიზის პარალელურად ჩატარდეს, თუმცა, ვინ ჩაატარებს ექსპერტიზას და როდის, ამაზე მინისტრი ჯერჯერობით არ საუბრობს.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი