BBC - რუსეთის მიერ დანიშნულმა ოკუპირებული ხერსონის ლიდერის მოადგილემ ხერსონი დატოვა და რუსეთიდან მუშაობს

რუსეთის მიერ დანიშნულმა ოკუპირებული ხერსონის ლიდერის მოადგილემ, კირილ სტრემოუსოვმა ქალაქი ხერსონი დატოვა და რუსეთიდან მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოციალური მედიის მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ სტრემოუსოვის ბოლო ვიდეო მიმართვები რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „მარიოტშია“ გადაღებული.

ამასთან, ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ მათ ვერ მოახერხეს ინფორმაციის გადამოწმება იმის შესახებ თუ რატომ ან როდის დატოვა მან ხერსონი, თუმცა შეუძლია დაადასტუროს, რომ ოკუპირებული ხერსონის ლიდერის მოადგილე რუსეთის დასავლეთში მდებარე ქალაქში იმყოფება.

ცნობისთვის, სოციალურ მედიაში სტრემოუსოვმა დღეს დასავლური და უკრაინული მედიის მიერ ხერსონის გარშემო მიმდინარე ბრძოლების გაშუქება გააკრიტიკა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს