გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ზაჰესში: მშვიდობის, თავისუფლების, კასკადის, შოთაძის, პლატინის, კობის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00 საათიდან 17:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფელ კობში.

13:00 საათიდან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, მილისწყარო, სელექცია, წეროვანი და მიმდებარე სოფლებში.

მათივე განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო