ევროპის უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟა WhiteBIT თურქული პროფესინალური საფეხბურთო კლუბის "ტრაბზონსპორის" გენერალური სპონსორი გახდა. ეს არის შემდეგი ნაბიჯი ბლოკჩეინის პოპულარიზაციისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გლობალური დანერგვის პროცესში, რომელსაც თანმიმდევრულად ახორციელებს WhiteBIT - ის გუნდი.
WhiteBIT-სა და ტრაბზონსპორსს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა სამი წლით განისაზღვრა და იგი მოიცავს 2024-2025 წლების საფეხბურთო სეზონს. შეთანხმება სიმბოლურად ძალაში შევიდა, თურქული საფეხბურთო კლუბის დაარსებიდან 55-ე წლის აღსანიშნავი თარიღის წინა საღამოს.
WhiteBIT, რომლის ფესვებიც უკრაინის ქალაქ ხარკოვშია, სტაბილურად აფართოებს თავის ბიზნესს და ხსნის ოფისებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის არც თურქეთია გამონაკლისი. WhiteBIT ამჟამად თურქეთში ამყარებს ორმხრივ მომგებიან პარტნიორულ ურთიერთობებს არა მხოლოდ საფეხბურთო კლუბ ტრაბზონსპორთან, არამედ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საბანკო სექტორთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან.
“აღსანიშნავია, რომ სპორტულ ინდუსტრიაში თანამშრომლობა კიდევ უფრო შთააგონებს ჩვენს გუნდს. ფეხბურთი ხომ ყოველთვის განვითარებასა და ახალი მიღწევებისკენ სწრაფვას, საკუთარი ნებისა და შესაძლებლობების ნდობას ეხება. იგივე შეიძლება ითქვას მათზე, ვინც ღმად არის განმსჭვალული ბლოკჩეინის მაღალტექნოლოგიური და უსაზღვრო სამყაროთი. სწორედ ამიტომ, WhiteBIT და საფეხბურთო კლუბი ტრაბზონსპორი აპირებენ ერთად განავითარონ ბლოკჩეინის ტექნოლოგია და ფეხბურთი!" - განაცხადა WhiteBIT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვლადიმერ ნოსოვმა.
WhiteBIT და ტრაბზონსპორი გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რამდენიმე მიმართულებით ითანამშრომლებენ. კერძოდ, WhiteBIT-ის ლოგო, სავარაუდოდ, განთავსდება ტრაბზონსპორის ფეხბურთელების მაისურზე. CryptoBIT - ის შემდგომი განვითარებისა და წინსვლის მიზნით იგი წადმოდგენილი იქნება სტადიონზე ტრაბზონსპორის ყველა თამაშის დროს, მათ შორის თურქეთის სუპერლიგის, თურქეთის თასის, თურქეთის სუპერთასის და ევროპული შეჯიბრებების ჩათვლით. WhiteBIT ასევე განახორციელებს სხვადასხვა მარკეტინგულ და სარეკლამო აქტივობებს. შესაბამისი აქტივობები განხორციელდება, როგორც ტრაბზონსპორის მატჩების მსვლელობის დროს, ასევე კლუბის ფეხბურთელების ყოველდღიური ვარჯიშის დროსაც. გარდა ამისა, პარტნიორებს დაგეგმილი აქვთ საერთო ციფრული აქტივობების განხორციელება სოციალურ ქსელში და სხვადასხვა პლატფორმებზე.
აღსანიშნავია, რომ ბლოკჩეინის პოპულარიზაციის და მისი შემდგომი განვითარების მიზნით, WhiteBIT ამყარებს მჭიდრო კავშირს სპორტულ საზოგადოებასა და ელიტასთან, ყველა იმ ქვეყანაში, რომელშიც კომპანია არის წარმოდგენილი. მაგალითისთვის, ევროპის უმსხვილესი კრიპტო ბირჟა WhiteBIT აწარმოებს მჭიდრო მოლაპარაკებებს ლეგენდარულ ბარსელონასთან, სამომავლო პარტნიორობასა და თანამშრომლობასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ საფეხბურთო კლუბი ბარსელონა ესპანეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. შესაბამისი მოლაპარაკებები ფაქტიურად დასკვნით ფაზაშია შესული.
მითითება: WhiteBIT არის ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟა ევროპაში. კომპანიას გავლილი აქვს KYC და AML პროცედურები და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნას. Hacken-ის დამოუკიდებელი აუდიტის მონაცემებით ის უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოს ტოპ 2 ბირჟაში შედის და აქვს AAA რეიტინგი. WhiteBIT გუნდი 500 წევრისგან შედგება.
ტრაბზონსპორი არის პროფესიონალური თურქული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ტრაპიზონიდან. იგი დაარსდა 1967 წლის 2 აგვისტოს. ტრაბზონსპორი ამჟამად თამაშობს თურქეთის სუპერლიგაში. არის თურქეთის სუპერლიგის მრავალგზის გამარჯვებული, აგრეთვე თურქეთის თასის და თურქეთის სუპერთასის მფლობელი.
(R)