შეიძინეთ ნებისმიერი ტექნიკა Extra-ზე სასკოლო სეზონისთვის

განახლებული ტექნიკით ახალი სასწავლო წლის დაწყება საუკეთესო შესაძლებლობაა იმისთვის, რომ 2022-2023 სასწავლო წელი გამორჩეულად წარმატებული იყოს.

ახალი მობილური ტელეფონით თუ გსურთ მოიწონოთ თავი, ექსტრაზე შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მოდელი საუკეთესო შეთავაზებითა და ფასებით.

ექსტრა გაძლევთ საშუალებას, მოძებნოთ სხვადასხვა ბრენდისა და დიზაინის ტელეფონი და ამისთვის კოლოსალური თანხის გადახდა ნამდვილად არაა საჭირო. 500 ლარის ფარგლებშიც შეარჩევთ საჭირო ფუნქციებით დატვირთულ Samsung-ის, Nokia-ს, Realme-ს, Panasonic-ს, Xiaomi-ს და სხვა ცნობილი ბრენდების სმარტფონებს, რომელიც იდეალურად მოგემსახურებათ რამდენიმე წლის განმავლობაში.

მართალია, გაკვეთილებზე მობილური ტელეფონის გამოყენება იკრძალება და ნამდვილად აქვს იმ მოსაზრებას არსებობის უფლება, რომ მოსწავლეებს მობილური არ სჭირდებათ, თუმცა, მშობლებისთვის საუკეთესო შესაძლებლობა და ხსნაა ეს ნივთი იმისთვის, რომ დღის განმავლობაში დაუკავშირდე შვილს და გაიგო მისი ამბავი.

მობილურისგან განსხვავებით, ნოუთბუქი მოსწავლეებს და მით უმეტეს, სტუდენტებს არა გასართობად, არამედ ინფორმაციების მოსაძიებლად, დავალებების შესასრულებლად, თვალსაწიერის გასაფართოებლად და განვითარებისთვის სჭირდებათ. ბუნებრივია, გართობაზეც არ იტყვიან უარს, თუმცა ამ ნივთს უფრო საგანმანათლებლო დატვირთვა აქვს.

ექსტრაზე ნოუთბუქების და პლანშეტების შეძენაც შესაძლებელია. ამისთვის არაა აუცილებელი მაღაზიიდან მაღაზიაში სიარული. საიტზე, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებთ ლეპტოპების უდიდესი ასორტიმენტის დათვალიერებას. კითხვების გაჩენის შემთხვევაში ექსტრას ონლაინ კონსულტანტისგან ამომწურავ პასუხებს მიიღებთ.

თუ ნოუთბუქი სატარებლად გჭირდებათ, მისთვის აუცილებლად უნდა გქონდეთ ჩანთა. თქვენი ლეპტოპის შესაფერის ჩანთას ექსტრაზე ერთი თვალის შევლებით შეარჩევთ. ფერის, დიზაინისა და ფასების მხრივ დიდი არჩევანია, ასე რომ გადაწყვეტილების მიღება არ გაგიჭირდებათ.

ამასთან ერთად, ყურსასმენები extra-ზე მრავლადაა წარმოდგენილი. ესაა ნივთი, რომელიც ყოველთვის სასურველი საჩუქარია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვისა, ასევე სტუდენტებისა და ზრდასრულებისთვისაც კი. უსადენო, სადენიანი, ბლუთუზით თუ მის გარეშე ყველანაირი ფერისა და დიზაინის ყურსასმენის ნახვაა საიტზე შესაძლებელი. ფასები კი ნამდვილად ყველაზე ხელმისაწვდომია.

არ დაგავიწყდეთ, რომ ექსტრაზე შეგიძლიათ სასურველი ნივთი განვადებით შეიძინოთ. თუ ამ ეტაპზე არ გაქვთ ერთიანი თანხა მობილურის, ლეპტოპის ან სხვა ნივთის საყიდლად, ექსტრა გაძლევთ საშუალებას, სახლიდან გაუსვლელად, შეავსოთ ონლაინ განვადება შერჩეულ ნივთზე. განაცხადის შევსება შეგიძლიათ რამდენიმე ბანკსა და საფინანსო ორგანიზაციაში. ესენია: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ტერა ბანკი, სფეისი, კრედო, კრისტალი.

განაცხადის დაფიქსირებიდან ძალიან მოკლე დროში მიიღებთ პასუხს და ნივთი თქვენი გახდება. ექსტრას კურიერები კი მას სახლში მოგართმევენ. 50 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთის მიტანა უფასოა. იშოპინგე ექსტრაზე და დაელოდე კურიერს სახლში.

ეს ერთი და სხვა მრავალი, დაიწყე სასწავლო წელი სიახლეებით ექსტრასთან ერთად.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა