სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, 461 ჰექტარზე ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება დაფინანსდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, 461 ჰექტარზე ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება დაფინანსდა.

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილთან და გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით გაშენებული, ფერმერ ალექსანდრე გუგუტიშვილის ვაშლის ბაღი დაათვალიერა.

„ჩვენ არაერთ მიზნობრივ პროგრამას ვახორციელებთ, რითაც მეხილეობის განვითარებას ხელს ვუწყობთ. ახალი ინტენსიური ბაღები შენდება, რაც ნიშნავს, რომ ხარისხიანი მოსავალი გვექნება. ხარისხიანი მოსავლის რეალიზაცია კი, შესაბამისად, მაღალ ფასებში განხორციელდება”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივმა ფერმერმა, ალექსანდრე გუგუტიშვილმა, 2021 წელს, 0.5 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის 5,519 ლარი თანადაფინანსება მიიღო. ფერმერმა, 2020-2021 წლებში, შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტითაც ისარგებლა, რომლის ფარგლებში, ბაღის გაშენებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, სესხის პროცენტის თანადაფინანსება 11%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება დაფინანსებულია 461 ჰექტარზე, სახელმწიფო თანადაფინანსება 4,6 მლნ ლარს აღემატება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს