“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” ახალი წევრი Wondernet Express Investment Group-ი გახდა

“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” ახალი წევრი Wondernet Express Investment Group-ი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბიზნესს ასოციაცია“ ავრცელებს.

Wondernet Express Investment Group-ი დაარსდა ADIA-ს, Covalent-სა და აშშ-ში ცნობილი ამერიკული კომპანია - Trammo, inc-ს მიერ, სადაც დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი. აღნიშნული ტერმინალის ასაშენებლად, რომელიც 2021 წლის აპრილიდან ოპერირებს, მოხდა 25 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია.

Wondernet Express Investment Group ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ბათუმის პორტში არსებულ ტერმინალში მინერალური სასუქების დასაწყობებას ახორციელებს და შემდეგ გემით გატანას.

ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალი გაშენებულია 1.5 ჰექტარ ტერიტორიაზე, აქვს სამი დახურული საწყობი, რომელიც საერთო ჯამში იტევს 80,000 ტონამდე ტვირთს და აღჭურვილია დატვირთვა-გადმოტვირთვის ლენტურ-კონვეიერული სისტემებით, კანალიზაციისა და კომუნიკაციების სისტემებით, ვიდეოკამერებითა და ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით, რომელიც უზრუნველყოფს ტერმინალის უსაფრთხო და გამართულ მუშაობას.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ მიესალმება ახალ წევრს, Wondernet Express Investment Group-ს.

მისი თქმით, „ბიზნეს ასოციაცია“ განაგრძობს აქტიურ ზრდას და განვითარებას.

“ახალ სეზონთან ერთად ჩვენს რიგებს შემოუერთდა 10-მდე ახალი წევრი. ჩვენი ასოციაცია მოიცავს ყველა მნიშვნელოვან დარგს, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე.

აღსანიშნავია, რომ Wondernet Express Investment Group-ი პროფესიონალების კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია მაღალ ხარისხზე და საუკეთესო მომსახურებაზე. კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს დიდ ბიზნეს ოჯახში და ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საინტერესო და ეფექტიანი იქნება“,- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო