საია  სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

საია სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო ბოლოს 2021 წლის 17 დეკემბერს შეიკრიბა, ამ თარიღის შემდეგ კი სხდომის ჩატარების 10-მდე უშედეგო მცდელობა იყო. ამასთან, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ სენაკის საკრებულოში, კვორუმის გარეშე სხდომები გაიმართა 2022 წლის 9 თებერვალსა და 23 თებერვალს, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებებიც პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად ცნო.

საია-ს განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეის მდგომარეობით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეკრებილა, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, ეს საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველს წარმოადგენს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია და საკრებულოსათვის უფლებამოსილება არ შეუწყვეტია, რაც კანონის უხეში დარღვევაა.

ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, თუ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში არ მიიღებს, საქალაქო სასამართლოს უახლოეს მომავალში მთავრობის წინააღმდეგ მიმართავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო