სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივლის-აგვისტოში 10 000 კილოგრამამდე მავნე ხორცი ამოიღო და გაანადგურა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივლისი-აგვისტოს პერიოდში 10 000 კილოგრამამდე მავნე ხორცი ამოიღო და გაანადგურა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციისას განაცხადა.

მისივე თმით, სეს-მა ივლისი-აგვისტოს პერიოდში 800-ზე მეტი ბიზნესოპერატორი შეამოწმა და მათგან 375 ბიზნესოპერატორი სხვადასხვა დარღვევების გამო დაჯარიმდა.

„სეს-მა ივლისი-აგვისტოს პერიოდში ქვეყნის მასშტაბით, 800-ზე მეტი შემოწმება განახორციელა, მათ შორის სასაკლაოებში, ასევე სარეალიზაციო ობიექტებში. აქედან 375 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. სხვადასხვა სახის დარღვევები იყო, მათ შორის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ვადაგასული ხორცის რეალიზაცია, სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული ცხოველის ხორცის რეალიზაცია და ა.შ.

ივლისი-აგვისტოს პერიოდში ჯამურად 10 000 კილოგრამამდე ხორცი ამოვიღეთ. ამ შემთხვევაში ხორცი მიჩნეულია მავნედ და ადამიანის გამოყენებისთვის შეუსაბამოდ და კანონმდებლობის შესაბამისად, ხორცი ნადგურდება. მიუხედავად იმისა, რომ ციფრები შეიძლება მაღალი იყოს, უნდა ვთქვათ, რომ წინა წლებთან შედარებით პროგრესი ნამდვილად არსებობს“, - განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

მისივე თქმით, მთელი წლის განმავლობაში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით, 2 030 ბიზნესოპერატორი შეამოწმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა