ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკრაინელი მებაჟე ოფიცრების შვილებს მასპინძლობს

25 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის მებაჟე ოფიცრების შვილებს მასპინძლობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ბავშვების საქართველოში დასვენების პროგრამა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ჩართულობით და უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობით განხორციელდა.

„ღონისძიების ფარგლებში, ბავშვები უკვე ეწვივნენ მთაწმინდის პარკს, იყვნენ „ასტრა პარკში“ და მონაწილეობა მიიღეს რბოლაში, ასევე იმყოფებოდნენ თბილისში არსებულ ბავშვთა გასართობ ცენტრებში და დაათვალიერეს მცხეთის ისტორიული ძეგლები. 3 სექტემბრამდე, პატარები მოინახულებენ ილუზიებისა და ჰოლოგრამების მრავალგანზომილებიან მუზეუმებს და დაათვალიერებენ კონტაქტურ ზოოპარკს.

ვფიქრობთ, საქართველოში გატარებული დღეები განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იქნება პატარა სტუმრებისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა