მამუკა მდინარაძე - პირველკურსელი მიხვდება, რომ ის მოცემულობა, რითაც საია სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებს, მცდარია - მათი იურისტები ამაში ერკვევიან, მაგრამ მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს მიყვებიან

ნებისმიერი პირველკურსელი იურისტი მიხვდება, რომ ის მოცემულობა, რითაც საია სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებს, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, მცდარია - საია-ს იურისტები ამაში ერკვევიან, მაგრამ სამწუხაროა, რომ მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს მიყვებიან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მთავრობის უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება.

„დისკრეცია ნიშნავს უფლებამოსილებას. კომპეტენციის ფარგლებში დისკრეცია ასე განისაზღვრება. შესაბამისად, ეს კომპეტენციის ფარგლები მთავრობას გააჩნია. რადგან ამას მთავრობა აკეთებს, ეს მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებია და ეს არ არის ვალდებულება, რომ მაინცდამაინც ასე გააკეთოს. თუ ამ მარტივ ცნობილ ჭეშმარიტებას პირველკურსელი იურისტისათვის სწორად განმარტავ, ნებისმიერი იურისტი მიხვდება, რომ ის მოცემულობა, რითაც ისინი სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებენ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არის მცდარი. ალბათ, ამაში ერკვევიან. შეუძლებელია, ვერ ერკვეოდნენ. სამწუხაროა, როდესაც ერკვევიან, მაგრამ მაინც „ნაცმოძრაობის“ ნარატივს მიყვებიან. ეს არის ცუდი მხოლოდ და მხოლოდ“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. საია-ს განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეის მდგომარეობით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეკრებილა, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, ეს საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველს წარმოადგენს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია და საკრებულოსათვის უფლებამოსილება არ შეუწყვეტია, რაც კანონის უხეში დარღვევაა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ