„ჯივიპი“ 1-ელ სექტემბერს, კრწანისის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას იწყებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ცნობით, 1-ელ სექტემბერს, სარეაბილიტაციო პროექტის პირველი ეტაპი დაიწყება. კომპანიის ტექნიკური ჯუფები სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად შეასრულებენ.

„პროექტის მიმდინარეობისას კრწანისის ქუჩაზე 7 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები სრულად შეიცვლება.

ახალ ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, წყლის წნევის რეგულატორები დამონტაჟდება. ასევე სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.

კრწანისის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, პირველი სექტემბრიდან ტრანსპორტის გადაადგილება დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება კრწანისის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.

კრწანისის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის განახლება „ჯივიპის“ 2022 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია. სარეაბილიტაციო პროექტში „ჯივიპი“ 8,5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025