„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ მცირე მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით ხელშეწყობას აგრძელებს

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ მცირე მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით ხელშეწყობას აგრძელებს. როგორც „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში ათობით ქალი მეწარმე დაფინანსდა, რომლებმაც უკვე განავითარეს საკუთარი ბიზნესები და სამომავლო გეგმებზეც აქტიურად მუშაობენ.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ საშუალებით დაფინანსებულმა პირებმა საკუთარ გამოცდილებებზე ისაუბრეს.

,,ქსოვით ბავშვობაში დავინტერესდი. ჩვენ ვცხოვრობდით სოხუმში. დედას იქ ჰქონდა სამკერვალო ატელიე და ყოველთვის მიყვარდა მასთან ერთად კერვა. მას შემდეგ რაც ფოთში გადმოვედით საცხოვრებლად, ოჯახის წევრებისთვის ვქსოვდი თბილ ტანსაცმელს, ქუდებს, პლედებს და შარფებს. იმდენად გამიტაცა ქსოვამ რომ მინდოდა ჩემი ჰობი მექცია ბიზნესად. მეგობრისგან გავიგე საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელიც "ეიპიემ ტერმინალს ფოთს" ჰქონდა გამოცხადებული ფოთში მცხოვრები მცირე მეწარმეებისთვის. შევავსე აპლიკაცია და მივიღე დაფინანსება. საქსოვი დაზგის შეძენამდე ერთი ჟაკეტის მოსაქსოვად მჭირდება დაახლოებით 3 დღე, ახლა კი ერთ დღეში შემიძლია იგივე საქმის შესრულება. ამან გამოიწვია კლიენტების ზრდა და შესაბამისად გაიზარდა შემოსავალიც. კლიენტებთან ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით ვკონტაქტობ.

საქართველოში ბევრ ქალს უყვარს ხელსაქმე, მინდა ჩემი ისტორია მათთვის მაგალითი იყოს. მოვუწოდებ მათ გააქტიურდნენ და თავიანთი საქმე აქციონ ბიზნესად“, - განაცხადა ციცინო დარჯანიამ.

,,წლების წინ ემიგრაციიდან სამშობლოში დავბრუნდი და ჩემ მშობლიურ ქალაქ ფოთში გავხსენი ქალის მაღაზია. თავიდან საქონელი შემოგვქონდა თურქეთიდან. დროთა განმავლობაში, ადგილობრივი ბაზრის შესწავლის შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ იმპორტირებული საქონელი ჩამენაცვლებინა ადგილობრივი წარმოებით. გამომდინარე იქიდან, რომ მე და ჩემი მეუღლე წლებია ვმუშაობთ ამ მიმართულებით, მივიღეთ გადაწყვეტილება დაგვეწყო ტანსაცმლის წარმოება და შევიძინეთ ძირითადი საკერავი მანქანა.

პროგრამის შესახებ სოციალური ქსელიდან შევიტყვე. ჩემი საქმიანობისთვის აუცილებლობა მქონდა თანამედროვე საკერავი მანქანის, რის შეძენაშიც დაგვეხმარა ეიპიემ ტერმინალსი. აღნიშნული დანადგარი მიწყობს ხელს ვაწარმოო უფრო მეტი პროდუცქცია ყოველდღიურად და შევთავაზოთ კლიენტებს უფრო მრავალფეროვანი პროდუქტი და რაც მთავარია დავასაქმოთ ადგილობრივები. მაქვს დიდი გეგმები, ვაპირებ მოვიცვა საქართველოს მთლიანი ბაზარი, ხოლო შემდეგ ვაპირებ ჩემი პროდუქციის გატანას საზღვარგარეთ. რატომაც არა, იცნობდნენ ქართულს“, - აცხადებს თეა აბრალავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა