ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივი მისიის შექმნას გეგმავს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივი მისიის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კომენტარი მან ქალაქ ზაპოროჟიეში გუნდის 14 წევრთან ერთად გამგზავრებამდე გააკეთა.

ორგანიზაციის წევრები ადგილზე ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ და ატომურ ელექტროსადგურს სავარაუდოდ, ხვალ დაათვალიერებენ.

კითხვაზე, იყო თუ არა მისი გეგმა იქ მუდმივი მისიის დამყარება, გროსიმ უპასუხა: „დიახ, ჩვენ ზუსტად ამას ვაპირებთ“.

„მისიას რამდენიმე დღე დასჭირდება და თუ ჩვენ შევძლებთ მუდმივი მისიის შექმნას, მაშინ ეს პერიოდი გახანგრძლივდება. მაგრამ ამ პირველ სეგმენტს, ასე ვთქვათ, რამდენიმე დღე დასჭირდება“, - განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა