საქართველო ევრობასკეტ-2022-ს მასპინძლობს

საქართველო, 1-7 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში – FIBA ევრობასკეტ-2022-ს ჩეხეთთან, იტალიასთან და გერმანიასთან ერთად პირველად მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

საქართველოში ევრობასკეტი ესპანეთისა და ბულგარეთის მატჩით, დღეს, 15:30 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები დღესვე შეხვედრას, 21:00 საათზე, ბელგიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ევრობასკეტის გახსნის ცერემონიალი გუშინ რიყის პარკში გაიმართა.

რიყის პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ფანზონა, სადაც გულშემატკივრებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ ევრობასკეტის მატჩების ყურება და ეროვნული ნაკრების ქომაგობა.

„ფანზონა დატვირთული იქნება მრავალფეროვანი სივრცეებითა აქტივობებით. ამასთან, რიყის პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ქართული კალათბურთის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ისტორიის ხეივანი, 3×3 საკალათბურთო მოედანი, ეროვნული ნაკრების ფან-შოპი, სპონსორების, კვების, ბავშვთა გასართობი და ელექტრონული თამაშების კუთხეები.

დიდი საკალათბურთო დღესასწაულის – "ევრობასკეტის" უკეთ შეგრძნებისა და საზეიმო განწყობისთვის დაიბრენდა საჰაერო ბუშტი, ასევე, რიყის პარკში განთავსდება გიგანტური ჰეშთეგი, ევრობასკეტთან ასოცირებულ ფერებში განათდება თბილისის ანძა, მშვიდობის ხიდი და ეშმაკის ბორბალი.

„ევრობასკეტ-2022"-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრების გუნდები იღებენ მონაწილეობას, „თბილისი არენაზე“ გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად