„ქართული ოცნება" სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს

საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ომბუდსმენის წარდგენის საკითხს მთლიანად მიანდობენ ოპოზიციურ სუბიექტებს და სამოქალაქო სექტორს, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არ წარდგენის გზით.

„საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი რომ იყოს, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური სუბიექტები პირს შეკრავენ და არცერთ კანდიდატურას არ წარადგენენ, იმიტომ, რომ პროცესი დაიბლოკოს, რეკომენდაციების მე-12 პუნქტი არ შესრულდეს და ვერ მოხდეს არჩევა, ანუ ეს თუ მოხდება ხელოვნურად, მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიტოვებთ წარდგენის უფლებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ, პროცესში კანდიდატის წარდგენის გზით არ ჩავერთვებით.

ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან დისკუსიიდან ჩვენ ვაპირებდით, რომ ამ ცვლილებებთან ერთად დღესვე დაგვერეგისტრირებინა მუდმივი ნორმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ომბუდსმენის არჩევის კენჭისყრის ღიაობასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენ დაგვასწრო ლევან იოსელიანმა. აქვე შემიძლია გითხრათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, „ქართული ოცნების“ ფრაქცია მხარს დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას. უფრო მეტიც, დღეს სამოქალაქო სექტორთან იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად, როდესაც თანამდებობებზე აირჩევიან კონკრეტული ინსტიტუტის ხელმძღვანელები და სხვადასხვა თანამდებობის პირები, იქაც რამდენიმე შემთხვევაში, მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით და ა.შ. არის ფარული კენჭისყრა. ამაზე ჩვენ დღეს გადაწყვეტილება არ მიგვიღია. გადაწყვეტილება მივიღეთ მხოლოდ იმაზე, რომ მხარი დავუჭიროთ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ღიაობას და ასევე ომბუდსმენის არჩევის საკითხთან დაკავშირებით. სხვა, დანარჩენ თანამდებობის პირებთან მიმართებით ჩვენ დამატებით ვიმსჯელებთ და თუ იქნება არგუმენტები წარმოდგენილი, შესაძლოა, კენჭისყრის ღიაობაზე ვიმსჯელოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია