ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი - მიხეილ გორბაჩოვი დამნაშავე იყო, რომელმაც ვილნიუსში, თბილისში, ალმათში, ბაქოსა და სხვა ქალაქებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობა ბრძანა

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუსაუსკასის განცხადებით, მიხეილ გორბაჩოვი კრიმინალი და კრიმინალური პარტიის ლიდერი იყო. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

„მიუხედავად იმისა, რომ მან ხელი შეუწყო პარტიული მონოლითის გახლეჩვას და ლიეტუველებმა და სხვებმა ოსტატურად გამოიყენეს სიტუაცია დამოუკიდებლობის აღსადგენად, ის იყო კრიმინალი დემოკრატიული სახელმწიფოს თვალსაზრისით, რომელმაც ბრძანა ვილნიუსში, თბილისში, ალმათში, ბაქოსა და სხვა ქალაქებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობა. ასეთი მოგონებები არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მიცვალებულებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, მაგრამ არა ამჯერად”, - წერს მინისტრი.

მისი თქმით, ერთადერთი დადებითი, რაც გორბაჩოვმა გააკეთა ის იყო, რომ ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირის კაპიტულაციას.

„ერთადერთი პლუსი ის არის, რომ მან ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირის კაპიტულაციას“, - წერს ანუსაუსკასი.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა