არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში, ძველი ქართული ანიმაციების ჩვენებას განაგრძობს

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში, ძველი ქართული ანიმაციების ჩვენებას განაგრძობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში არასრულწლოვნებმა ორი კინოსურათი ნახეს. სეანსის დასრულების შემდეგ კი, მულტიპლიკაციური ფილმები თეატრმცოდნე და ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად განიხილეს.

საგანმანათლებლო პროექტი „კინოკლუბი“ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბენეფიციარებისთვის, კინომცოდნეებისა და ფსიქოლოგების მიერ შერჩეული, ქართული, უცხოური მხატვრული და ანიმაციური ფილმები იქნება ნაჩვენები. სეანსის დასრულების შემდეგ, მოზარდებს მოწვეულ სტუმართან ერთად, კინოსურათის განხილვის შესაძლებლობა ექნებათ.

არასრუწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტი ბენეფიციარებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პიროვნული განვითარების ხელშეწყობასა და შემოქმედებით პოტენციალის განვითარებას ემსახურება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა