გერმანიის შიდა სადაზვერვო სამსახურებმა გამოძიება დაიწყო ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობასთან დაკავშირებით

გერმანიის შიდა სადაზვერვო სამსახურებმა გამოძიება დაიწყო ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობასთან დაკავშირებით. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Zeit-ი ავრცელებს.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ორმა თანამდებობის პირმა კოლეგების ყურადღება ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით „რუსული შეხედულებისადმი სიმპათიის“ გამოვლენით მიიპყრო.

როგორც მედია წერს, ორივე გერმანელ მაღალჩინოსანს "რუსეთთან ემოციური სიახლოვე" აქვთ, თუმცა ხელისუფლებას ჯაშუშობის ან კორუფციის "მყარი მტკიცებულება" ჯერ არ ჰქონდა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს