მარნეულში მელიორაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მოადგილეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამელიორაციო სისტემებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს; შეფასდა განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის სამსახურის უფროსები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საქართველოს მელიორაციის ხრამი- დებედას მარნეულის სერვისცენტრის დირექტორის მოადგილე თენგიზ ჯაფარიძე.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მუდმივად მზადაა შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა საჭიროებებზე; განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა სასმელი და სარწყავი წყალი; დღეს, სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე, სწორედ აღნიშნული საკითხები განვიხილეთ. ჩვენ თანამშრომლობისთვის მზადყოფნას და თანამშრომლობას ვუცხადებთ ყველა სტრუქტურას, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება», - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს