ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - როცა რუსეთი უკრაინაშია შეჭრილი და ჩვენ ვიღებთ ლტოლვილებს უკრაინიდან, რუსებისთვის არ არის არდადეგებისა და მდიდრული ტურიზმის დრო

რუსებისთვის სამოგზაურო ვიზების შეზღუდვის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილება არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ განაცხადა.

თუმცა, ფინეთის პირველმა დიპლომატმა დასძინა, რომ „კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ აქამდე იყო ბევრი საუბარი და ცოტა ქმედება“.

„როდესაც რუსეთი უკრაინაშია შეჭრილი და ჩვენ ვიღებთ ლტოლვილებს უკრაინიდან და ვცდილობთ ყველანაირად დავეხმაროთ უკრაინას, რუსებისთვის ეს არ არის არდადეგებისა და მდიდრული ტურიზმის დრო”, - აღნიშნა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, რუსეთის მოსაზღვრე ფინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი რუსებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას ევროკავშირის მასშტაბით ითხოვენ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს