ვაზიანის შემოსავლელი გზის მშენებლობა გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კახეთის რეგიონში, ვაზიანის შემოსავლელი გზის მშენებლობას აგრძელებს. პროექტი ითვალისწინებს 3,7 კმ საავტომობილო გზის და 6 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, რკინაბეტონის მილების, სახიდე გადასასვლელებისა და მისასვლელებზე ყრილების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 64 მლნ ლარამდეა.

„თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და აშენდება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები სამივე ლოტზე მიმდინარეობს.

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ტენდერი გამოცხადებული იყო ისეთი ფორმით, რომ პროექტის განხორციელებაში ქართულ კომპანიებს დამოუკიდებლად შეეძლოთ მონაწილეობის მიღება და ვაზიანის შემოვლით გზას სწორედ ქართული კომპანია აშენებს.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო კორიდორის ნაწილია.

არსებული გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. თბილისი-საგარეჯოს გზა ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით იწყება და თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით სრულდება. ახალი გზა კი სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც მოძრაობის უსაფრთხოებას და მგზავრობის დროის შემცირებას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია