ადგილობრივები დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში მცხოვრებლების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი აღნიშნულ დასახლებაში ქირით რამდენიმე დღის წინ გადავიდნენ.

რაც შეეხება დაშავებულ მამაკაცს, ის ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების დროს გვერდზე სახლში იმყოფებოდა.

ამასთან, როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა.

„დაახლოებით 07:00 საათი იქნებოდა აფეთქების ხმა რომ გავიგეთ. გამოვედით, მანქანები იყო დამტვრეული. ბავშვი გამოიყვანეს დამწვარი, ჩვეულებრივად სუნთქავდა. წაიყვანეს და როგორც ვიცი, რეანიმაციაშია. ბევრი დაზარალდა. მთლიანად კორპუსს აქვს დეფორმაცია მიღებული. დარეკილი იყო, როგორც ვიცი და უთხრეს, ჩვენ არ გვეხებაო. სუნი იყო გუშინ. დაშავებულია ბავშვი და დედა, რომელიც გარეთ კარებთან იდგა, აფეთქების შედეგად კი ეზოში დაეცა. მესამე ადამიანი გვერდზე სახლში მცხოვრებია და როგორც ვიცი, აფეთქებისას საწოლიდან გადმოვარდა“, - განაცხადა ადგილობრივმა რეზო გოგიაშვილმა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად