Summer Set 10 წლის იუბილეს ორდღიანი ფესტივალით აღნიშნავს

16 და 17 სექტემბერს ფესტივალი Summer Set Warehouse 7/მე-7 პავილიონში გაიმართება. 2-დღიანი ფესტივალის ფარგლებში, მსმენელს როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო მუსიკალური სცენის წარმომადგენლების მოსმენა შეეძლება. პირველ დღეს მთავარ სცენაზე KAS:ST, Ben Böhmer, Mind Against და Endorphins დაუკრავენ, ხოლო Freedom Stage-ზე Stimmhalt, Breathdub და Tocap -ის მოსმენა იქნება შესაძლებელი.

ღონისძიების დასკვნით დღეს კი მსმენელის განწყობაზე Anfisa Letyago, Fatima Yamaha, Hammer, Eko & Vinda Folio, Beka Kundalini და Ninshū იზრუნებენ. Freedom Stage, ამჯერად, Gio Shengelia, Tomma. Rezo და POST94-ს უმასპინძლებს. იმავე დღეს იფუნქციონირებს დღის სცენაც, რომელზეც უკრაინის მხარდასაჭერად Smailov, Guri De Sal, Solarmental და Jino Dollini დაუკრავენ.

Summer Set-ის 10 წლის იუბილეს კვლავ Warehouse 7/მე-7 პავილიონი მასპინძლობს. ფესტივალმა ბინა ამ ლოკაციაზე 2019 წელს დაიდო და Worakls Orchestra Tour-სა და Boris Brejcha-ს უმასპინძლა.

10 წლის საიუბილეო ღონისძიება წლების მანძილზე დამკვიდრებული პროექტებით ჩატარდება:

პროექტი “ჩვენ გითმობთ სცენას” ახალბედა მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, წარდგნენ ფართო აუდიტორიის წინაშე. ფესტივალი წელსაც შეარჩევს საფესტივალო ფორმატთან ახლოს მყოფ მუსიკოსებს და მათ ათასობით სტუმარს წარუდგენს. სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში, ფესტივალზე პირველად წარსდგებიან ლოკალური სცენის ისეთი წარმომადგენლები, როგორებიც არიან: POST94, Tocap, Rezo და Solarmental.

Summer Set-ის ფარგლებში, ამჯერადაც შედგება სხვადასხვა ქართველი ხელოვანის გამოფენა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ საფესტივალო კულტურასა და ინოვაციასთან კავშირში მყოფ სტარტაპერებს.

Summer Set ელექტრონული მუსიკის ფესტივალების კულტურის პოპულარიზაციისა და დამკვიდრების მიზნით, პირველად, 2012 წელს ბათუმში ჩატარდა, შემდეგ თბილისში გადმოინაცვლა, ერთ სცენაზე 200-მდე მუსიკოსს უმასპინძლა და 50-მდე მასშტაბური ღონისძიება გამართა.

წლების მანძილზე Summer Set-მა საქართველოში პირველად უმასპინძლა: Moderat, Nils Frahm, Olafur Arnalds, David August, Cigarettes After Sex, Worakls Orchestra Tour და სხვ.

Summer Set კვლავ ერთგული რჩება საფესტივალო კონცეფციის - მუსიკის ქოლგის ქვეშ გააერთიანოს სხვადასხვა ხედვისა და ინტერესების მქონე მელომანები.

ბილეთების შესაძენად, გადადით ბმულზე: https://tkt.ge/show/10473/tbilisi-summer-set-10th-anniversary

მირიან მირიანაშვილი - თუ დასავლეთმა სალომე ზურაბიშვილის პროექტი არ დაქოქა, პრობლემები ხელისუფლებას შეიძლება დაეწყოს არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ
ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და ბავშვთა უფლებების დარღვევა - რა შინაარსის ზარები ხორციელდება სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა - რა სიახლეები შემოდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში?
ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2024
„ფარმადეპოში“ გაზაფხულის ფასდაკლებები დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია - არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას!