ქვემო ქართლში სანერგე მეურნეობების ინსპექტირება მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში, სარგავი მასალის მწარმოებელი კვალიფიციური სანერგე მეურნეობების ინსპექტირება განახორციელა და მათი ფიტოსანიტარული მდგომარეობა შეაფასა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალისტებმა ნერგის მწარმოებელ ფერმერებს ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო მოთხოვნები და სერტიფიცირების პროცესში გასავლელი ეტაპები გააცნეს.

„საქართველოს მთავრობის დადგენილების „საკვალიფიკაციო მოთხოვნები სანერგე მეურნეობისთვის, რომელიც აწარმოებს ხეხილის გასამრავლებელ მასალას და ნერგებს“ თანახმად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, მინიმუმ წელიწადში ერთხელ ახორციელებს კვალიფიციური სანერგე მეურნეობის ინსპექტირებას. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, თუ სანერგე არ ახდენს ხარვეზის გამოსწორებას შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, ცენტრი მეურნეობას კვალიფიციური სანერგე მეურნეობის რეესტრიდან იღებს.

სანერგე მეურნეობის კვალიფიციურობის დადგენა, რომელიც სარგავი მასალის სერტიფიცირების წინაპირობაა, 2017 წლიდან მიმდინარეობს. ცენტრის წარმომადგენლები საველე ინსპექტირებისას, სანერგეებისადმი წაყენებული მოთხოვნის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტით ხელმძღვანელობენ.

თესლისა და სრგავი მასალის სერტიფიცირება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილს წარმოადგენს, რაც ბაზარს ხარისხიანი სანერგე მასალით უზრუნველყოფს, ჩაანაცვლებს იმპორტირებულ მასალას და ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ