პაატა ზაქარეიშვილი - რუსებს ურჩევნიათ მოკლე საყელურით ჰყავდეთ დაბმული აფხაზები, 5-წლიანი „გაქცევებით“

რუსებს ურჩევნიათ მოკლე ბმაზე, მოკლე საყელურით ჰყავდეთ დაბმული აფხაზები, 5-წლიანი „გაქცევებით“, რომ ვინც წავა, შემდეგ მოუწიოთ რუსეთთან ვითარების გარკვევა, - ასე აფასებს ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის 10-წლიანი ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტების გაცემაზე განაცხადების მიღება შეაჩერა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ზაქარეიშვილმა აღნიშნა, 5-წლიანი პასპორტის გაცემის შემთხვევაში რუსეთისთვის საზღვარგარეთ წასული მოქალაქეების მართვა უფრო მარტივია, 10-წლიანი პასპორტის გაცემაში კი „შეიძლება ისე დაბრუნდნენ რუსეთში, რომ არავინ არავითარი კითხვა არ დაუსვას“.

„ერთი მხრივ, ტექნიკური საკითხია, რომ რუსებს ჩიპები უთავდებათ, 10-წლიან პასპორტებს მსოფლიოში თავისი ჩიპები და სტანდარტები აქვს, 5-წლიანი პასპორტები არ შეუჩერებიათ, რაც აშკარად მეტყველებს, რომ ჩიპების პრობლემა აქვთ, შესაბამისად მუშაობს ეკონომიკური სანქციები. არსებობს პოლიტიკური მომენტიც, ძალიან ბევრმა რუსმა დატოვა რუსეთის ტერიტორია, მათ არ უნდათ გაწვეული იყვნენ ჯარში, ამ ფონზე რუსებს ურჩევნიათ მოკლე ბმაზე, მოკლე საყელურით ჰყავდეთ დაბმული ეს ხალხი 5-წლიანი გაქცევებით, რომ ვინც წავა, შემდეგ მათ მოუწიოთ რუსეთთან გაარკვიონ ვითარება. 5-წლიანი პასპორტის შემთხვევაში ასეთი ადამიანების მართვა უფრო მარტივია და თუ 10-წლიანს აიღებენ, შეიძლება ისე დაბრუნდნენ რუსეთში, რომ არავინ არავითარი კითხვა არ დაუსვას, ამიტომ ვხედავ როგორც პოლიტიკურ, ასევე ტექნიკურ მოტივს“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ათწლიანი ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტების გაცემაზე განაცხადების მიღება შეაჩერა. ხუთწლიანი პასპორტის გაცემა გრძელდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა რუსეთის ამ გადაწყვეტილების განმარტებისას აცხადებს, რომ ეს შეჩერება დაკავშირებულია ტექნიკური სამუშაოების განსახორციელებლად.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო