მომავალი სახალხო დამცველის ასარჩევად პარლამენტის რეგლამენტში დროებითი წესი იწერება

მომავალი სახალხო დამცველის ასარჩევად პარლამენტის რეგლამენტში დროებითი წესი იწერება, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალური მუხლი რეგლამენტის გარდამავალ დებულებებს დაემატება.

შესაბამისად, მმართველ გუნდში მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, ომბუდსმენის არჩევის დროებითი წესი იმ კანდიდატებზე გავრცელდება, რომელთა შორის ერთ-ერთს პარლამენტი სახალხო დამცველის პოსტზე 2022 წლის დეკემბერში აირჩევს.

პარლამენტის რეგლამენტის დროებითი წესის მიხედვით კი, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებას გამოსცემს და სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატურები კანონმდებლებს სწორედ იმ წესით წარედგინება, რასაც თავის მხრივ თავმჯდომარე საკუთარი ბრძანებით დაადგენს.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, წარდგენამდე კანდიდატურები სამოქალაქო საზოგადოების - მათ შორის პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლების მიერ შეფასდებიან. პარლამენტის რეგლამენტის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული იქნება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, რაც თავის მხრივ დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას, კეთილსინდისიერებას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონას გულისხმობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ “ქართული ოცნება“ მზაობას გამოთქვამს მხარი დაუჭიროს პოლიტიკური ჯგუფის “მოქალაქეების“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით, პარლამენტი სახალხო დამცველს ღია კენჭისყრით აირჩევს.

პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი ძირითადი ნორმა ომბუდსმენის არჩევის შემდეგ წესს ითვალისწინებს: - სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურებს პარლამენტს ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ 7-კაციანი ჯგუფი წარუდგენს. პარლამენტი სახალხო დამცველს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით (90 ხმა) ირჩევს. კენჭისყრა ფარულია.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ