სემეკმა „რუსთავის წყალი“ 50 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „რუსთავის წყალი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარით დააჯარიმა.

სემეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს ქალაქ რუსთავში სასმელი წყლის ხშირი ავარიული წყვეტები.

„კომპანიას დაევალა მომდევნო თვეების განმავლობაში უზრუნველყოს განსაზღვრულ ვადებში საინვესტიციო პროექტების მოცულობის ზრდა და მათი განხორციელების ტემპის დაჩქარება. ინვესტიციების განხორციელება ხელს შეუწყობს წყალმომარაგების ქსელის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ავარიების შემცირებას. შპს „რუსთავის წყალმა“ სექტემბრის ბოლომდე სემეკში დეტალური გეგმა უნდა წარადგინოს.

აღსანიშნავია, რომ სემეკის მიერ კომპანიისთვის დადგენილი 2021-2023 წლების ტარიფი იძლევა საშუალებას, შპს „რუსთავის წყალმა“ 2023 წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაზარდოს საინვესტიციო პროექტების მოცულობა და გააუმჯობესოს არსებული მომსახურების ხარისხი.

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა შპს „რუსთავის წყლის“ წინააღმდეგ სემეკში მომხმარებელთა მომართვიანობამ. ამასთანავე, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს სასმელი წყლის გახშირებულ წყვეტებზე სემეკს განცხადებით მომართა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა. სემეკის მიერ საკითხის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ წყვეტების სიხშირისა და საშუალოდ ერთ წყვეტაზე გათიშული მომხმარებლების რაოდენობის პარამეტრები გაუარესებულია და არ შეესაბამება კანონით განსაზღვრულ ნორმებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა