რატი ბრეგაძე მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების ბრალდებებს პასუხობს

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების ბრალდებებს პასუხობს.

როგორც ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პატიმრები, რომლებიც მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობდნენ და კონკრეტული სამედიცინო მომსახურების არქონას აპროტესტებდნენ, აღნიშნულ მომსახურებას იღებენ, თუმცა გარკვეული რიგითობის დაცვით.

„რაც შეეხება მოშიმშილეთა რაოდენობას, ბოლო რაოდენობა იყო ათამდე. მოთხოვნები შეეხებოდა კონკრეტულად სამედიცინო სახის მომსახურებას. ყველა პატიმარს უტარდება სამედიცინო მომსახურება, რასაც საჭიროებს. მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში, როდესაც საუბარია მოშიმშილე პატიმრებზე, პირველ რიგში, თამამად უნდა ითქვას, რომ მიზანმიმართული კამპანია ვრცელდება პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ცდილობენ, რეალობის შესახებ ინფორმაცია დამახინჯებულად წარმოაჩინონ. გარკვეული ძალა ცდილობს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. რაც შეეხება ზოგადად პენიტენციურ სისტემას, ეს არის “ქართული ოცნების”ერთ-ერთი მთავარი თვალსაჩინო შემთხვევა. ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, როცა ოპონენტები, რომელთა პერიოდში წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემური პრობლემა და როდესაც ეს ხალხი ჩვენ გვესაუბრება პენიტენციურ სისტემაზე, ეს გარკვეულწილად ტრაგიკომედიის ნაწილია. ბუნებრივია, ეს ჩვენ არ გვათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისგან, რომ თითოეული ბრალდებული და მსჯავრდებული იყოს დაცული, რაც შეიძლება მაღალი ხარისხით. ყველა პატიმარს, ვისაც სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება, ეს მომსახურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან ეწევა და არ არსებობს არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. იმ ადამიანებს, რომლებიც შიმშილობდნენ და აპროტესტებდნენ სამედიცინო მომსახურებას, ეს მომსახურება აქვთ და იქ გარკვეული რიგითობაა გათვალისწინებული. თუკი არაადამიანურ მოპყრობაში ვინმე გულისხმობს იმას, რომ პატიმრის მიმართ, მისი ცუდი ყოფაქცევის გამო, შესაძლებელია გამოყენებული იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებთ, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არაადამიანური მოპყრობაა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს