სალომე სამადაშვილი - საქართველოში ძალაუფლება მიტაცებული აქვს ადამიანს, რომელიც ფლობს ქვეყნის მშპ-ს 30 %-ს - მსგავსი რამ მსოფლიოში არ არსებობს, ამიტომ დეოლიგარქიზაციის ვერანაირ საკანონმდებლო ანალოგს ვერ გამოვიყენებთ

საქართველო არის სამწუხაროდ, მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო, სადაც ძალაუფლება მიტაცებული აქვს ადამიანს, რომელიც ფლობს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 30 პროცენტს, ასეთი უნიკალური მოდელი შექმნა ბატონმა ბიძინამ, რომელიც დაჰპირდა საზოგადოებას, რომ ევროპას გააოცებდა - მსგავსი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს, ამიტომ დეოლიგარქიზაციის ვერანაირ საკანონმდებლო ანალოგს ვერ გამოვიყენებთ,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით იქმნება ოპოზიციის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონი.

სამადაშვილის თქმით, საქართველოში არის სრულიად უპრეცედენტო რეალობა, როცა არსებობს ოლიგარქი ივანიშვილის სახით, რომელიც ფლობს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 30 პროცენტს და ქვეყნის ტერიტორიის 8 პროცენტს საკუთრებაში და ამავდროულად მიტაცებული აქვს სახელმწიფო.

„ის გავლენა, რასაც ის ახდენს სახელმწიფოზე, შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც სახელმწიფოს მიტაცება და სწორედ ამიტომ არის ევროკავშირის გამოკვეთილი მოთხოვნა, რომ სანამ არ დასრულდება სახელმწიფოს მიტაცება ოლიგარქის მიერ, ვერ მივიღებთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ამიტომ კანონზე მსჯელობის პროცესში ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ევროკავშირისთვის საკმარისად დამაჯერებელი იქნება, რომ ივანიშვილის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე და სახელმწიფოს მიტაცება დასრულდება. ეს სამართლებრივად და ტექნიკურად რთული ამოცანაა. ამიტომ კანონპროექტის დეტალებზე არ ვისაუბრებ, ჩვენ ახლა ვმსჯელობთ პრინციპებზე და როცა შევათანხმებთ, გაგაცნობთ. საქართველო „ქართული ოცნების“ 10-წლიანი მმართველობის შედეგად არის გაღატაკებული, გაღატაკებულ ქვეყანაში პირებს, რომლებიც ფლობენ დისპროპორციულად დიდი რაოდენობით ეკონომიკურ რესურსებს, შეუძლიათ არამხოლოდ ზეგავლენის მოხდენა პოლიტიკურ პროცესზე, არამედ სახელმწიფოს მიტაცება. ეს არის ის, რაც ივანიშვილმა გააკეთა საქართველოში ანუ მან დაასრულა საქართველოს სახელმწიფო, მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები და ჩვენ გვეუბნებიან, რომ სანამ ეს ინსტიტუტები არ გათავისუფლდება ოლიგარქის მფლობელობისგან, ვერანაირი კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთ და არანაირი მომავალი ევროკავშირში არ გაქვთ. ჩვენი კანონპროექტის ამოცანაა, დავსახოთ სამართლებრივი გზა, როგორ გავაკეთოთ ეს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა დღეს შეხვედრა დეოლიგარქიზაციის თაობაზე გამართეს, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციათაგან ერთ-ერთია.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს