3 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 40 გრადუსს გადააჭარბოს, 4 სექტემბრიდან კი ამინდი გაუარესდება

3 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს.

4 სექტემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რის გამოც დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა