პროფესიული კავშირების გაერთიანებამ საქართველოში გაერო-ს ადგილობრივ კოორდინატორსა და სოციალურ პარტნიორებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ საქართველოში გაეროს ადგილობრივ კოორდინატორსა და სოციალურ პარტნიორებთან შეხვედრა გამართა.

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, მხარეებს შორის ეს იყო პირველი საორიენტაციო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელზეც შრომითი უფლებების კუთხით მთავარი გამოწვევები და შრომის ბაზრის განვითარების პრიორიტეტები მიმოიხილეს და შეხედულებები გაცვალეს. შეხვედრაში მონაწილეობა დამსაქმებელთა ასოციაციამაც მიიღო.

„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომელსაც ქვეყანაში პროფკავშირები და დასაქმებულები აწყდებიან.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ განსაკუთრებული აქცენტი ყველა დონეზე სოციალური დიალოგის განვითარების პრობლემასა და ამ მიმართულებით დამსაქმებელთა და სახელმწიფოს წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე გააკეთა. ასევე, ისაუბრა შრომის ბაზარზე არსებულ უთანასწორობებზე, მათ შორის გამოყო: გენდერული უთანასწორობა, ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის სახელფასო სხვაობა, დეკრეტული შვებულების არასამართლიანი პოლიტიკა და ყურადღება დაუთმო ისეთ საკითხებს როგორიც არის: მინიმალური ხელფასი, საარსებო მინიმუმი, უმუშევრობის შემწეობა, არაფორმალური დასაქმება, ბავშვთა შრომა და მიგრანტთა შრომითი პრობლემები.

პეტრიაშვილმა შეხვედრაზე ასევე ყურადღება გაამახვილა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგი კონვენციების რატიფიცირების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე შეჯერდნენ, რომ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება, მათ შორის, სოციალური საკითხების, მინიმალური ხელფასის, ქალთა შრომითი უფლებების და სოციალური დიალოგის განვითარების ხელშეწყობის კუთხით.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა პროფკავშირების როლს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში.

მხარეებმა არსებული საკითხების გადასაწყვეტად სამომავლოდ მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა