ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი რუსეთთან მოლაპარაკებას გააგრძელებს - ვის უნდა, რომ თურქეთი იყოს ერთადერთი ძალა მსოფლიოში, რომელიც რუსეთთან საუბარს აგრძელებს

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის გააგრძელებს რუსეთთან დიალოგს უკრაინის კონფლიქტის ესკალაციის თავიდან არიდებისთვის, მაგრამ ამავდროულად საფრანგეთის მხარდაჭერა კიევისთვის ურყევი იქნება. ამის შესახებ პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის”, - განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს კიევის გრძელვადიან მხარდაჭერას ეკონომიკური, სამხედრო და ჰუმანიტარული კუთხით.

„ევროპის ერთიანობა არის მთავარი გასაღები, რუსეთის ომის ერთ-ერთი მიზანი მისი დაშლაა“, - განაცხადა მაკრონმა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მოსკოვთან საუბარი აუცილებელია კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით.

„საფრანგეთი გააგრძელებს რუსეთთან მოლაპარაკებას. ვის უნდა, რომ თურქეთი იყოს ერთადერთი ძალა მსოფლიოში, რომელიც აგრძელებს რუსეთთან მოლაპარაკებას?“-დასძინა მაკრონმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია