ასლან ბჟანია - აფხაზეთის რესპუბლიკაში მიწის გაყიდვის არავითარ ფორმაზე საუბარი არ შეიძლება - ეს ნორმები ურყევია და არ ექვემდებარება გადასინჯვას

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მიწების გაყიდვის თემაზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს. მასში ბჟანია წერს, რომ მიწები ხალხის საკუთრებაა და მიწების გაყიდვის არავითარ ფორმებზე საუბარი არ შეიძლება.

„ქვეყნის ძირითად კანონში - აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში ნათლად წერია, რომ „მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები არის ხალხის საკუთრება, გამოიყენება და დაცულია აფხაზეთის რესპუბლიკაში, როგორც მისი მოქალაქეების სიცოცხლისა და საქმიანობის საფუძველი“. ამდენად, აფხაზეთის რესპუბლიკაში მიწის გაყიდვის არავითარ ფორმაზე საუბარი არ შეიძლება. ეს ნორმები ურყევია და არ ექვემდებარება გადასინჯვას“, - ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებაში.

ბჟანიას თქმით, „სახელმწიფოს მეთაური“ არის „კონსტიტუციის“ შესრულების გარანტი.

„როგორც სახელმწიფოს მეთაური, მთელი პასუხისმგებლობით შევასრულებ ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს, როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი“, - აცხადებს ასლან ბჟანია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა