ასლან ბჟანია მომხრეა შეთანხმების რატიფიცირება მოხდეს, რომელიც რუსეთისთვის ბიჭვინთის ე.წ. სახელმწიფო აგარაკების გადაცემას გულისხმობს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დღეს განაცხადა, რომ მომხრეა მოხდეს შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც რუსეთის საკუთრებაში „ბიჭვინთის“ ე.წ. სახელმწიფო აგარაკების ტერიტორიაზე არსებული ობიექტის გადაცემას ითვალისწინებს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

„ჩემი მხრიდან მზად ვარ, ვუპასუხო როგორც ოპოზიციის, ისე მთლიანობაში მოქალაქეების ყველა კითხვას, რომელთა შორის აღნიშნული შეთანხმება შეშფოთებას იწვევს. მიმაჩნია, რომ საჭიროა ამ შეთანხმების რატიფიცირება და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამ გადაწყვეტილების სისწორეში“, - განაცხადა ბჟანიამ.

მანვე დასძინა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ამ დოკუმენტს არავითარი საფრთხე არ მოაქვს.

აფხაზური ოპოზიცია დე ფაქტო პარლამენტის მიერ აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ დოკუმენტში არის მუხლები, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო