გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 2 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, აფრიკის დასახლების, თრიალეთის, ჭიჭინაძის, გუმათგესის, გურჯიევის, წურწუმიას, ალექსიძის, ოდიშელიძის, გუგუშვილის, თურაშაული და ქვილითაიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქვემო მელითონეთა დასახლების, ქინძმარაულის, საფერავის, თავკვერის, ჩხავერის და რქაწითელის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის, გონაშვილის, იორის, შავიშვილის, მესხიშვილის და ფაღავას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ბერიტაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლვოვის, ონიაშვილის, ტაშკენტის, კანდელაკის, ბუდაპეშტის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო