თამარ არჩუაძე - ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ Wizz Air-თან თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხითაც წარმატებულია

საქართველოში სამუშო ვიზიტით მყოფმა ავიაკომპანია Wizz Air-ის მენეჯმენტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში სამუშაო შეხვედრები გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას საუბარი პროექტ WIZZ GET LOST-ს შეეხო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში განხორციელდა.

ავიაკომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, საქართველოში პროექტის ფარგლებში ჩამოსული ბლოგერისა და ინფლუენსერის სოციალური მედიაში განთავსებული კონტენტი დღევანდელი მონაცემებით, 26 მლნ ნახვას გადასცდა. მონაცემები, ყოველდღიურად მზარდია.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ Wizz Air-თან თანამშრომლობა არამხოლოდ ახალი მიმართულებების დამატების კუთხით, არამედ ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხითაც წარმატებულია. ამის ნათელი დადასტურებაა სულ ახლახან ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში აბუ დაბიდან განხორციელებული სპეციალური ჩარტერი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ბლოგერები და ინფლუენსერი ჩამოიყვანა. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის, კონკრეტულად, იმერეთის ცნობადობის ამაღლებას და პოზიციონირებას ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე, რაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის და მთელი რეგიონისთვის სრულიად ახალია“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, ასევე საუბარი კომპანიასთან სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეეხო. საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის ზრდის პერსპექტივებსა და 2023 წლის ზამთრისა და ზაფხულის სეზონებისთვის მზადებას. ასევე, ავიაკომპანიასთან 10-24 ოქტომბრის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ასაფრენი-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოების გამო, ავიაკომპანიის დროებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების ტექნიკური დეტალები განიხილეს.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა