არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის ბოტანიკურ ბაღში სპორტული ტურიზმის თემაზე გასვლითი შეხვედრა მოაწყო

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის ბოტანიკურ ბაღში სპორტული ტურიზმის თემაზე გასვლითი შეხვედრა მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, მოზარდები, საველე პირობებში ქცევის წესებს გაეცნენ, მოისმინეს ლაშქრობის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაცია. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ კი, კარვის აწყობის, საგზლისა და სალაშქროდ ჩანთის მომზადების პროცესში ჩაერთნენ. საკუთარი გამოცდილება ბენეფიციარებს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის პროექტების მენეჯერმა, სალომე დადიანმა გაუზიარა.

გასვლითი ღონისძიება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში მოაწყო. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, აქტივობები მოზარდებს დროის კონსტრუქციულად გატარებასა და განწყობის ამაღლებაში ეხმარება. არასრულწლოვნები დროის მართვასა და სხვადასხვა აქტივობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს იძენენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო