მიხეილ ხიდურელი - USAID-ისა და პარტნიორების დახმარებით ქართული აგროკომპანიებისთვის ექსპორტის ხელშეწყობის თვისობრივად ახალი, ინოვაციური პროგრამა ჩავუშვით

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამისა და პარტნიორების დახმარებით, თვისობრივად ახალი, ინოვაციური პროდუქტი „ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების პროგრამა" ჩავუშვით, რომელიც ქართულ აგროკომპანიებს ექსპორტზე პროდუქციის გატანაში დაეხმარება, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიზნით ცოტა ხნის წინ მეწარმეობის მიმართულებით დაინერგა სპეციალური პროგრამა „ბიზნეს ექსპორტი".

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ამ კუთხით ინოვაციური მიდგომები შევთავაზოთ ქართულ ბიზნესებს. ამჯერად USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან და სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად, წარდვადგინეთ ახალი პროგრამა, რომლის მთავარი მიზანია, დავიქირაოთ ექსპორტის ექსპერტები და კონსულტანტები, რომლებიც აგროკომპანიებს დაეხმარება, რომ მათი პროდუქტები სხვადასხვა ქვეყნის კონკრეტულ მარკეტებსა და მაღაზიებში შევიდეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ინოვაციით ბევრ წამყვან უცხოურ სააგენტოსთან შედარებით წინ ვართ, რადგან ეს არის ძალიან თანამედროვე და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი, რომლის მეშვეობით, უცხოელი ექსპერტები ქართულ აგროკომპანიებს დახმარებას გაუწევენ პროდუქტის ექსპორტზე გატანაში", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში"განმარტებით, ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების ახალი პროგრამის მიზანია ქართველი მწარმოებლების დაკავშირება გერმანიასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში არსებულ დაინტერესებულ მყიდველებთან. პროგრამაში მონაწილეობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩა ლურჯი მოცვისა და კაკლოვანი კულტურების მწარმოებელი და სურსათის გადამამუშავებელი 80-მდე ექსპორტზე ორიენტირებული საწარმო.

პროგრამის ფარგლებში მსხვილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მჭიდროდ ითანამშრომლებს ქართულ კომპანიებთან და დახმარებას გაუწევს მათი საექსპორტო შეთავაზების სათანადოდ ჩამოყალიბებაში, სამიზნე საექსპორტო ბაზრებზე შესაბამისი მყიდველების იდენტიფიცირებასა და საქმიანი გარიგებების დამყარებაში. პროექტი ათობით ქართულ კომპანიას ხელს შეუწყობს და შესაძლებლობას მისცემს, დაიწყოს პროდუქციის გატანა მაღალი ღირებულების საექსპორტო ბაზრებზე.

სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების პროგრამა ხორციელდება საქართველოს აგროექსპორტის ჯგუფის საშუალებით, რომელიც ერთობლივად ჩამოაყალიბეს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" და სოფლის განვითარების სააგენტომ.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს