სოფელ გავაზში მოკლული მამაკაცის ახლობელი მომხდარის დეტალებს ჰყვება

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მოკლული მამაკაცის ახლობელი მომხდარის დეტალებს ჰყვება.

მისი ინფორმაციით, მოკლულსა და სავარაუდო დამნაშავეს წარსულში დაპირისპირება არ ჰქონიათ და მათ შორის შელაპარაკება სუფრაზე დაიწყო. მისივე თქმით, გარდაცვლილ მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში, დანით აქვს მიყენებული.

„მკვლელის მამასთან მოუვიდა შეკამათება, რის შემდეგაც სუფრიდან მოშორებით გავიდნენ. მკვლელი წავიდა სახლში, გამოიტანა დანა და დაარტყა. ერთი ჭრილობა აქვს მარჯვენა მხარეს. ნახევარი საათის განმავლობაში, სასწრაფომ დაიგვიანა, გარდაცვლილი გონებაზე იყო. მუცლის ღრუში შიდა სისხლდენა ჰქონდა. სასწრაფო მოვიდა მოგვიანებით და როგორც გავიგეთ, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. დაპირისპირების მიზეზი იყო კინკლაობა სუფრაზე. იკითხა - ლუდი „ნისიაზე“ იყიდე თუ ფულითო. არც დარტყმა ყოფილა, არც გაწევ-გამოწევა. ამის შემდეგ წავიდა და დანა გამოიტანა. რომ ნახა, რომ მამამისს ეკამათებოდა, შურისძიების მოტივით, თუ რა მოტივით არ ვიცი, იცოდა წინასწარ, რომ უნდა დაერტყა. ჭრილობა მუცლის ღრუში აქვს. დაპირისპირება წარსულში არ ჰქონიათ“, - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

შეგახსენებთ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში 45 წლის მამაკაცს თანასოფლელმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის