„საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტის გუნდში ცვლილებები განხორციელდა

“საქართველოს ბანკი“ მენეჯმენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ბანკის ცნობით, ნუცა გოგილაშვილი საბანკო მომსახურების მიმართულებას უხელმძღვანელებს, მიხეილ გომართელი სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი გახდა, ელენე ოქრომჭედლიშვილი კი ადამიანური კაპიტალის მართვის გუნდს უხელმძღვანელებს.

„ნუცა გოგილაშვილი საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებას ჩაიბარებს. ის ამ დრომდე ბანკის ადამიანური კაპიტალისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის ხელმძღვანელი იყო. მას ფინანსური მომსახურების სფეროში ათწლიანი გამოცდილება აქვს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში.

2011-2014 წლებში ის ლონდონში, JP Morgan-ში რისკების მიმართულებით მუშაობდა. ნუცა ბანკს 2016 წლიდან შეუერთდა და სხვადასხვა მენეჯერული პოზიცია ეკავა. მათ შორის, 2016 წლიდან კორპორატიული და საინვესტიციო ბანკის სტრატეგიული პროცესების ხელმძღვანელის თანამდებობა, 2017 წელს კი ის მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის ხელმძღვანელი გახდა. 2019 წელს კი ადამიანური კაპიტალის მართვის გუნდიც ჩაიბარა. ნუცა გოგილაშვილმა მაგისტრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით ლონდონში, Cass-ის ბიზნესსკოლაში მიიღო.

მიხეილ გომართელს „საქართველოს ბანკში“ უდიდესი დამსახურება აქვს, სადაც იგი 25 წელია მუშაობს. ის დირექტორის მოადგილის პოზიციიდან სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელობას გააგრძელებს.

ადამიანური კაპიტალის მართვის გუნდს ელენე ოქრომჭედლიშვილი უხელმძღვანელებს. ელენე ბანკში, ამ დრომდე, ბიზნეს პროცესების, ოპერაციული მართვის მეთოდოლოგიის ტრანსფორმაციისა და ტრანზაქციების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. მან ბოლო წლების განმავლობაში უდიდესი გამოცდილება შეიძინა როგორც საოპერაციო, ისე ტექნოლოგიური მიმართულებით. ელენე თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრია. ის ასევე ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტირის ხარისხს, რომელიც მიიღო IE Business School-ში,” - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა