აჭარის მთავრობის დაფინანსებით 50 სტუდენტი სწავლას საზღვარგარეთ გააგრძელებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად პროგრამის - ,,სწავლა საზღვარგარეთ“ გამარჯვებულებს შეხვდა და წარმატებები უსურვა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, პროგრამა აჭარის განათლების სამინისტროს მიერ ფინანსდება და მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ განათლება მარკეტინგის, სამართალმცოდნეობის, ბიოლოგიის, ეკოლოგიის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით.

„პროგრამის მიზანია ახალგაზრდა და ნიჭიერი კადრების აკადემიური განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და საერთაშორისო გამოცდილების შეძენა.

ასევე, მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, 2022 წლიდან პირველად, საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების პროგრამაში საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები ჩაერთვებიან. წელს საზღვარგარეთ სწავლის მისაღებად საზღაო აკადემიის საბაკალავრო საფეხურის 13 სტუდენტი გაემგზავრება.

პროგრამის ბიუჯეტი მუდმივად მზარდია და 2022 წელს 800 ათასი ლარი შეადგინა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა